საზოგადოება
02.11.2022 11:29
ფერმერებს არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე გადასვლის ხარჯები აუნაზღაურდებათ

ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე გადასვლის ხარჯები აუნაზღაურდებათ.

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებს კონვერსიის პერიოდში გაწეული ხარჯების ანაზღაურებას შემდეგი მიმართულებებით:

პირველი მიმართულება: საკონსულტაციო მომსახურეობა; თაფლისა და ცვილის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურება; ბიოსერტიფიცირება - ანაზღაურება 70%, არაუმეტეს 7 000 ლარი. დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსების შემთხვევაში 40%, არაუმეტეს 4,000 ლარი.

მეორე მიმართულება: მევენახეობის შემთხვევაში, ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოპრეპარატები - ანაზღაურება (1ჰა-ზე გადაანგარიშებით) 70%, არაუმეტეს 5,100 ლარი. დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსების შემთხვევაში 40%, არაუმეტეს 2,900 ლარი.

მეფუტკრეობის შემთხვევაში, ფუტკრის ბიოპრეპარატებისა და

ბიოფიჭის შეძენა - ანაზღაურება 1 სკაზე არაუმეტეს 50 ლარი (არაუმეტეს 5 100 ლარი). დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსების შემთხვევაში 40%, არაუმეტეს 2,900 ლარი

„აღნიშნულ პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე. შევსებული განაცხადის ფორმა წარმოსადგენ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა გამოაგზავნოთ სააგენტოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: document@rda. gov. ge ან, წარუდგინოთ ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამსახურის თანამშრომელს ან/და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის შესაბამისი რეგიონული სამსახურის თანამშრომელს მატერიალური სახით“, - აცხადებენ სააგენტოში.

კვირის ამბები