კულტურა
01.11.2022 14:06
საგასტროლო ტურნეს ფარგლებში გორის თეატრს ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ეწვევა

საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, გ. ერისთავის სახელობის თეატრს ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ეწვევა და წარადგენს სპექტაკლს სახელწოდებით - „გურიის დედოფალი“.

შეხვედრა გორელ მაყურებელსა და ოზურგეთელ მსახიობებს შორის 11 ნოემბერს, 19:00 საათზე შედგება. რაც შეეხება დაანონსებული სპექტაკლის შინაარსს, დოკუმენტური დრამა „გურიის დედოფალი“, XIX-ე საუკუნის პირველ ნახევარში გურიის სამთავროს უკანასკნელი დედოფლის, სოფიო წულუკიძე-გურიელის ცხოვრებისა და რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ რუსულ, გერმანულ, ფრანგულ არქივებზე დაყრდნობით მოგვითხრობს, რომელზეც ხელი მიუწვდებოდათ თამარ პაპავას და მის მეუღლეს.

ფართო აუდიტორიის შეფასებით, რეჟისორ გოჩა კაპანაძის დადგმა განსაკუთრებულად მიიჩნევა თემის, ფაქტების და გამომსახველობითი ფორმების თვალსაზრისით.

კვირის ამბები