სპორტი
01.11.2022 13:45
გორში გამართულ ფეინთბოლის ჩემპიონატში 12 გუნდი მონაწილეობდა
გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და თანადაფინანსებით გორში ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ახალგაზრდებთან ერთად ჩემპიონატში მონაწილეობდნენ გორის მუნიციპალიტეტში მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციის, მათ შორის, საჯარო უწყების წარმომადგენლები. გამარჯვებისთვის 12 გუნდი იბრძოდა.
„ექსტრემალურ სპორტის სახეობაში გამართული ჩემპიონატი მიზნად ისახავს სპორტის ამ სახეობაში ახალგაზრდების ჩართულობის და ხელმისაწვდომობის გაზრდას“, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები