საზოგადოება
01.11.2022 12:18
გორელმა მოჭიდავეებმა 11 მედალი მოიპოვეს
გორის, ნუგზარ სხირელის სახელობის თავისუფალი ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა თბილისში გამართულ ამირან მაისურაძის და შოთა კიკაბიძის სახელობის ტურნირზე იასპარეზეს და 11 მედალი მოიპოვეს.

პირველი ადგილი გიორგი მაისურაძემ დაიკავა; მეორე ადგილზე გავიდნენ გიორგი წურიაშვილი, ნიკა ბერიანიძე, ზურა აბალაკი და დაჩი პაპინაშვილი, ხოლო მესამე ადგილს დაეუფლნენ: ნიკა მაჭარაშვილი, თემო თუთაშვილი, ტარიელ საათაშვილი, ზურა კეკელაშვილი, კონსტანტინე პეტრიაშვილი, ლუკა კურმაშვილი.
კვირის ამბები