რეგიონი
15.01.2020 18:09
თეა წულუკიანი ქარელში იუსტიციის სახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო

ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ქარელის მშენებარე იუსტიციის სახლის ფილიალი დაათვალიერა და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს პირადად გაეცნო.

იუსტიციის სახლის მშენებლობა ქარელში იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2019 წლის ივნისში დაიწყო, დასრულება კი, მიმდინარე წლის აპრილშია დაგეგმილი.

„ახლო მომავალში, ჩვენ შევძლებთ „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მოვემსახუროთ. ეს გახლავთ 450-ზე მეტი სერვისი, რომელსაც იუსტიციის სახლი სთავაზობს მომხმარებელს. ამავდროულად, აღვნიშნავ, რომ ქარელის ფილიალი ქალაქ გორის შემდეგ, მეორე იუსტიციის სახლი გახლავთ, რომელიც შიდა ქართლის რეგიონს მოემსახურება და საქართველოში იგი, რიგით 25-ე იქნება,“ - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის სახლის ქარელის ფილიალი 1021 კვადრატულ მეტრს მოიცავს. მისი მშენებლობა კი, არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის პროექტით ხორციელდება.

კვირის ამბები