როგორ მოქმედებს მაგნიტური დღეები ადამიანის ჯანმრთელობაზე - გაეცანით ნოემბრის გეომაგნიტური დღეების კალენდარს
გეომაგნიტური ქარიშხლები, მაგნიტური რყევები, მზეზე აფეთქებები და ზოგადად, მზის აქტივობის ზრდა, ადამიანების ჯანმრთელობას ხშირად საფრთხეს უქმნის.
მეტეოპროგნოზით, ნოემბერში საკმაოდ ბევრი მაგნიტური ქარიშხალი გველის. მათი უმეტესობა საშუალო ინტენსივობის იქნება, თუმცა, მოსალოდნელია ძლიერი შტორმებიც.
ადამიანების 30%-ზე მეტი ატმოსფერული მოვლენების მიმართ მგრძნობიარეა. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტების 70% მეტეოდამოკიდებულია და შესაბამისად, მწვავედ რეაგირებს მაგნიტურ დღეებზე.
ნოემბრის გეომაგნიტური დღეები:
- 6-8 ნოემბერი - მსუბუქი მაგნიტური რყევები.
ეცადეთ, ამ დღეებში დასვენებას მეტი დრო დაუთმოთ და ძალიან არ გადაიტვირთოთ.
- 11 ნოემბერი - საშუალო ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხალი.
მოსალოდნელია შეუძლოდ ყოფნა.
- 14 და 15 ნოემბერი - ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი.
უმჯობესია, ამ დღეებში ფიზიკურ დატვირთვას და ხალხმრავალ ადგილებს მოერიდოთ, იმატებს თავის ტკივილის, სისუსტის და წნევის მატების რისკი.
- 16, 17 და 18 ნოემბერი - საშუალო ინტენსივობის ქარიშხლები.
- მოსალოდნელია ემოციური ფონის მატება.
- 25, 26, 27 და 28 ნოემბერი - საშუალო ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხლები.
მოერიდეთ დიდი რაოდენობით კოფეინს, ენერგეტიკულ სასმელებს და სხვა სტიმულატორებს.
- 29 ნოემბერი - ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი.
ამ დღეს ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან საქმეებს.