გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო სხვადასხვა სახის სეზონურ სამუშაოს ახორციელებს
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს გამწვანების სამსახური სხვადასხვა სახის სეზონურ სამუშაოს ახორციელებს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ამ დროისთვის, ქალაქში არსებული სკვერების და სხვა გამწვანებული სივრცეების მოწესრიგება, გაზონების გათიბვა-გასუფთავება, წვერ-ხმელი და ნახევრად ხმელი ხეების გადაბელვა, შესაბამისი დასკვნის საფუძველზე ხმელი ხეების მოჭრა და ნარგავების მორწყვა მიმდინარეობს.
„სხვადასხვა სეზონური სამუშაოების პარალელურად, რამდენიმე ლოკაციაზე დაგეგმილია ხე-მცენარეების დარგვაც.
საშემოდგომო გამწვანებისთვის შერჩეულ სახეობებს შორისაა ტუია, წყავი, ნეკერჩხალი, ფიჭვი, ლუგუსტრუმი“, - აცხადებენ კეტილმოწყობის სააგენტოში.