გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საფრანგეთში საქართველოს ელჩს, გოჩა ჯავახიშვილს შეხვდა
გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა და შეხვედრას უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი ესწრებოდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მომავალ თანამშრომლობაზე სპორტის, კულტურის და განათლების მიმართულებით.
ინფორმაციისთვის, გოჩა ჯავახიშვილი ცნობილი ქართველი დიპლომატია, რომელიც საქართველოს სრულუფლებიან ელჩად საფრანგეთში ცოტა ხნის წინ დაინიშნა. იგი წლების მანძილზე ქართულ-ფრანგული ურთიერთობების გაღრმავებაზე მუშაობდა, ასევე, უდიდესი წვლილი მიუძღვის ლევილის მამულისა და შატოს საქართველოსთვის გადმოცემის საქმეში.