რეალური მოლოდინი, რაც ეფუძნება არა მხოლოდ სტატისტიკას, არამედ მსოფლიოში არსებულ ეპიდსიტუაციას, მიუთითებს, რომ ნოემბრის თვიდან გვექნება გრიპის შემთხვევების მატება, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა.
ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, კლინიკებში ამჟამად არსებული მიმართვიანობა, ძირითადად, სასუნთქი სისტემის დაავადებებს ეხება.
,,ის მიმართვიანობა, რაც ახლა არის, სასუნთქი სისტემის დაავადებებს ეხება. შესაძლებელია პაციენტმა არ მიიღოს ჰოსპიტალური მომსახურება, თუ მას აქვს ისეთი ვირუსი, რომლის მართვაც ამბულატორიულ დონეზე შესაძლებელია. გრიპის ვირუსის მქონე პაციენტებს სახლში ვერ ვუმკურნალებთ, კლინიკამ უნდა მიიღოს. რინოვირუსით, ან სხვა ტიპის ვირუსით დაავადებული ბავშვის სახლში მკურნალობა თუ შესაძლებელია ექიმის და პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ, გრიპის შემთხვევაში მეტი რისკებია, განსაკუთრებით წლამდე ასაკის ბავშვებში. რეალური მოლოდინი, რაც ეფუძნება არა მხოლოდ სტატისტიკას, არამედ, მსოფლიოში არსებულ ეპიდსიტუაციას მიუთითებს, რომ ნოემბრის თვიდან გვექნება გრიპის შემთხვევების მატება. სავარაუდოდ, გრიპის შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა ქვეყანაში იქნება დეკემბერ-იანვარში, შესაბამისად, თუ ახლა საავადმყოფოებში მიმართვიანობა არის რესპირაციული ვირუსული ინფექციებით, ამის უკან არ დგას გრიპი, ესენი არიან სხვა ტიპის ვირუსები, გრიპის შემთხვევების მატებას შემდგომ ველოდებით“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.