საზოგადოება
31.10.2022 13:15
მეწარმეობით დაკავებული იძულებით გადაადგილებული პირები საქმიანობის გასაფართოებლად გრანტებს მიიღებენ
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.
იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოების მხარდასაჭერად 7500 ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან.

ჯამში, გრანტს 50-ზე მეტი მეწარმე მიიღებს, რომლებიც მინიმუმ ერთი დევნილის ან ეკომიგრანტის დასაქმების ვალდებულებას აიღებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პროგრამის მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ბიზნესგეგმა, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამსახურებში მიიღება. გორში მცხოვრებ დაინტერესებულ პირებს, შესაბამისი განაცხადის გაკეთება სამების ქ. N1-ში მდებარე დაწესებულებაში შეუძლიათ.
აღნიშნული დოკუმენტაციის გაგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზეც – info@idp. gov. ge.
კვირის ამბები