გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თანადაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ხელოვნების სახლმა „Art House“ - მა გორში „სტრიტ არტების“ შექმნა დაიწყო.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა თემატიკაზე შექნმილი (გამოჩენილი გორელი მოღვაწეები, სპორტი, აბსტრაქცია და თავისუფალი) ქუჩის მხატვრობის ნიმუშებით, 4 ლოკაცია დაიტვირთება.
ამ ეტაპზე, სამუშაო პროცესი სადგურის დასახლებაში მიმდინარეობს. სადგურის „სტრიტ არტზე“ გამოჩენილი გორელი მოღვაწეების პორტრეტები იქნება გამოსახული.
„გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ხელოვნების სახლ „Art House“- ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გარდა სტრიტ არტების შემქნისა, სხვადასხვა საინტერესო ინიციატივა ხორციელდება. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ახალგაზრდა ხელოვანების ხელშეწყობა და მხარდაჭერაა“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ცნობისთვის, ინიციატივის განსახორციელებლად ხელოვნების სახლმა „Art House“ - მა მოხალისეები კონკურსის წესით შეარჩია. პროექტი კი მერიის კულტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.