შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ხელმძღვანელობით საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა. შეხვედრას რწმუნებულის მოადგილეები, შიდა ქართლის რეგიონში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრნენ.
შეხვედრაზე განიხილეს 2022 წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა. ასევე განიხილეს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობაც.
ცნობისთვის, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭო 3 თვეში ერთხელ იკრიბება.