აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, კანადაში, ირლანდიაში, პუერტო-რიკოში, იაპონიაში, ახალ ზელანდიაში და ავსტრალიის სხვადასხვა რეგიონში ჰელოუინი აღინიშნება.
Bloomberg-ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, ჰელოუინის აღნიშვნისას ჭყლეტისას, 120 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.
როგორც გამოცემა ადგილობრივ ადმინისტრაციასა და სეულის იონსანის რაიონის სახანძრო დეპარტამენტის ხელმძღვანელზე დაყრდნობით წერს, შესაძლოა, გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდოს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სეულის იტევონის რაიონის ქუჩებში ჰელოუინის აღსანიშნავად დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო გამოსული.
ჭყლეტა სასტუმრო ,,ჰამილტონთან”, ვიწრო ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა დასახმარებლად მობილიზებულია სასწრაფო დახმარების 400-ზე მეტი თანამშრომელი და 140 მანქანა მთელი ქვეყნიდან, მათ შორის სეულის მთელი პერსონალი.
ჰელოუინის დღესასწაულზე, ქალაქებსა და სოფლებში ტარდება სხვადასხვა ღონისძიება და მსვლელობა - თამაშები, წვეულებები, „მოჩვენებებიანი სახლების“ მონახულება, საზარელი ისტორიების თხრობა და საშინელებათა ფილმების რეტროსპექტივები. ჰელოუინთან დაკავშირებულია გოგრებში თვალებისა და პირის ამოჭრის ტრადიცია.