29 ოქტომბერს, გორში, წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მარლენ ნადირაძის ბინა გაქურდეს.
,,გორის მაცნემ“ ნადირაძესთან დაკავშირება ვერ შეძლო, საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის ინფორმაციით კი, ბინიდან წაღებულია მეხსიერების ბარათები.
,,მარლენ ნადირაძემ ჩემთან საუბრისას განაცხადა, რომ დაუდგენელმა პირებმა მის ბინაში მაშინ შეაღწიეს, როდესაც თავად ქალაქიდან იყო გასული. როგორც მან მითხრა, ქურდობისას წაიღეს რამდენიმე ცალი მეხსიერების ბარათი ე.წ.ფლეშკა“, - განაცხადა დავით რაზმაძემ.
როგორც ,,გორის მაცნეს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება