გოგრა, რომლის სიმწიფის სეზონი სწორედ ახლაა, ძალზე სასარგებლო ბაღჩეული კულტურაა. გოგრა საკმაოდ დაბალკალორიულია, შეიცავს ვიტამინების ძალზე დიდ რაოდენობას, სისხლძარღვებს ტოქსინებისგან წმენდს, სისხლში ამცირებს შაქრის შემცველობას და მავნე მიკროორგანიზმებს.
✔️ ორგანიზმს ამარაგებს A, C და E ვიტამინებით.
✔️ შეიცავს თუთიას, რომელიც აუცილებელია იმუნური სისტემის ყველა რგოლის გამართული მუშაობისთვის.
✔️ სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის.
✔️ სასარგებლოა ჭარბ წონასთან ბრძოლაში.
✔️ გოგრის წვენი კუჭის მაღალ მჟავიანობას და გასტრიტს ებრძვის.
✔️ გოგრის წვენი კბილის მინანქარს ამაგრებს და კარიესის საფრთხეს ამცირებს.
✔️ გოგრის თესლი ნაწლავებს ჭიებისა და პარაზიტებისგან წმენდს.
✔️ გოგრის ნახარში თაფლთან ერთად უძილობის და სტრესისგან გაგათავისუფლებთ.
იმის მიუხედავად რომ გოგრა, იგივე კვახი სასარგებლოა როგორც მოხარშული და შემწვარი ასევე უმიც, სპეციალისტები გარკვეულ შეზღუდვებზეც საუბრობენ. მაგალითად, გოგრა არ უნდა გამოიყენოთ შაქრიანი დიაბეტის, წყლულის და დაბალი მჟავიანობის მქონე გასტრიტის დროს. ამასთანავე, გახსოვდეთ, რომ უმი გოგრა ბევრად რთულად მოსანელებელია, ამიტომ, არ უნდა მიირთვათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთების და ნაღვლის ბუშტსა და თირკმელებში კენჭების არსებობის დროს.