28.10.2022 14:07
გარევაჭრობასთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება, რას ითვალისწინებს ადმინისტრაციულ კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რაც გარევაჭრობასთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრებას ითვალისწინებს.
ინიციატივა ითვალისწინებს შემდეგ ცვლილებებს:
- გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე გამოიწვევს ფიზიკური ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 20-დან 50 ლარამდე ოდენობით სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
- სამართალდარღვევის განმეორებით ქმედებაზე ჯარიმა 100-დან 200 ლარამდე იქნება და ასევე საგნის კონფისკაცია მოხდება.
- კანონპროექტი გულისხმობს სანქციების დაწესებას, ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობაზე სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით ჩადენისთვის. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის (შესაბამისი საქონლის) კონფისკაციით.
- იმ შემთხვევაში კი თუ გარემოვაჭრე მოთხოვნას არ დაემორჩილება, დაჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით ან შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა 7 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.