საზოგადოება
28.10.2022 13:54
სვენეთის საჯარო სკოლის კლუბი ფაბლაბ ტექნოპარკის იდეების კონკურსის ფინალშია

HARDWAREStartUP ინკუბატორი 2022-ის ფარგლებში, ფაბლაბ ტექნოპარკის ფილიალებში წარდგენილი იდეების ნახევარფინალები ჩატარდა. ნახევარფინალების საფუძველზე შეირჩა ფინალისტები, რომლებიც 31 ოქტომბერს, თბილისის ტექნოპარკში წარსდგებიან სპეციალურად დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე.

ერეთ-ერთი ფინალისტი გორის მუნიციპალიტეტის სვენეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების გუნდია.

STEM კლუბის წევრებმა კასპის ტექნოპარკში ჩატარებულ ნახევარფინალზე ორი სტარტაპ იდეა წარადგინეს და ორივე პროტოტიპი ფინალისტთა სიაშია.

ფინალურ ეტაპზე გადასულ 21 სტარტაპ იდეას შორის, სვენეთის სკოლის კლუბმა ლიფტის ადაპტირებული ხმოვანი სისტემა და დუალური მაცივარი - გაგრილებისა და გათბობის სისტემა ტრანსპორტირებისთვის წარადგინა.

როგორც ,,გორის მაცნეს“ კლუბის წევრებმა განუცხადეს, STEM კლუბს ფინალშიც წარმატების იმედი აქვს.

კვირის ამბები