გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში შიდა გზების მოწყობა მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა 1 კმ-ზე მეტი საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა.
გზის საფარის მოწყობასთან ერთად, აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს მიერთებების, სანიაღვრე არხების და ეზოებში შესასვლელების მოწესრიგებასაც.
შეგახსენებთ, ხელთუბანში ასფალტის საფარი მოეწყო საბავშვო ბაღთან მისასვლელ გზაზეც, რომლითაც თორტიზისა და ხელთუბნის მოსახლეობა ისარგებლებს.