საზოგადოება
28.10.2022 12:24
ბერბუკის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა

ბერბუკის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა.

სოფლის პროგრამის ფარგლებში, ბერბუკში განხორციელდა შიდა გზების მოხრეშვა-მოშანდაკება. სოფლის პროგრამით განსაზღვრული თანხით, ასევე, მოიხრეშა სასაფლაოსთან მიმავალი გზა სვენეთშიც.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, კიდევ ერთი სოფელი, სადაც გზის საფარის კეთილმოწყობა განხორციელდა, ხელთუბანია. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სოფელში, ასფალტის საფარი მოეწყო საბავშვო ბაღთან მისასვლელ გზაზე, რომლითაც თორტიზისა და ხელთუბნის მოსახლეობა ისარგებლებს.

კვირის ამბები