გორელმა კიკბოქსიორმა ნინო კეჩხუაშვილმა საგარეჯოში გამართულ ორთაბრძოლებში k-1-ში პროფესიონალ მებრძოლებს შორის ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.
15 წლის სპორტსმენმა 2 წლით უფროსი ირანელი მებრძოლი დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი დაისაკუთრა.
ნინო კეჩხუაშვილი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის კიკბოქსინგის სექციაში ვარჯიშობს და მისი მწვრთნელი არჩილ ჯეირანაშვილია.