საზოგადოება
15.01.2020 15:30
მეხანძრე-მაშველების გარკვეულ დანაყოფებს სადღეღამისო კვებით უზრუნველყოფენ
„საკანონმდებლო მაცნე“-ში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ბრძანება გამოქვეყნდა. აღნიშნული ბრძანების თანახმად, მეხანძრე-მაშველების გარკვეულ დანაყოფებს სადღეღამისო კვებით უზრუნველყოფენ.

„სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის იმ დანაყოფებში, სადაც არ არის დაწესებული საქვაბე ან საბარათე კვებით უზრუნველყოფის სისტემა, მეხანძრე-მაშველები შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნენ სადღეღამისო ულუფით“, - ვკითხულობთ ვახტანგ გომელაურის ბრძანებაში.

ცნობისთვის, აღნიშნული დოკუმენტი ძალაში 2020 წლის 13 იანვარს შევიდა.
კვირის ამბები