საზოგადოება
27.10.2022 10:30
27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა, მუზეუმი ვიზიტორებს დღეს უფასოდ უმასპინძლებს
პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ,,დედა ენის“ ავტორი იაკობ გოგებაშვილი 1840 წლი 27 ოქტომბერს გორის რაიონის სოფელ ვარიანში დაიბადა.

ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ,,დედა ენის“ ავტორი იაკობ გოგებაშვილი 1840 წლი 27 ოქტომბერს გორის რაიონის სოფელ ვარიანში დაიბადა.
ათეული წლებია, მწერლის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ვარიანში სახალხო დღესასწაული ,,იაკობობა" იმართება. წელს, 27 ოქტომბრის ნაცვლად, ,,იაკობობა" 29 ოქტომბერს ჩატარდება.

იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორის, ნათია ადუაშვილის თქმით, გორის მერია იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 182-ე წლის აღსანიშნავად, მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე 29 ოქტომბერს სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს.

]„მწერლის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში მუზეუმი, ტრადიციულად, უფასოდ უმასპინძლებს სტუმრებს. რაც შეეხება სახალხო დღესასწაულს, 29 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიებები გორის მერიის მხარდაჭერით და საგანმანათლებლო რესურცენტრის ჩართულობით იმართება. მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება კონცერტი მოსწავლეებისა და ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით. წარმოდგენილი იქნება ფაცხები საშემოდგომო ნობათით, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები დედაენის თემატიკაზე კუთხეებს მოაწყობენ“, - აღნიშნა „გორის მაცნესთან“ საუბრისას მუზეუმის დირექტორმა ნათია ადუაშვილმა.

ცნობილი მწერალი 72 წლის ასაკში, 1912 წელს გარდაიცვალა.
კვირის ამბები