საზოგადოება
26.10.2022 15:59
ატენის საჯარო სკოლა ფიზიკური აღზრდის და სპორტის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს
სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის საჯარო სკოლა ფიზიკური აღზრდის და სპორტის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 16-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას V, VI, VII, VIII, IX, X, XI, XII კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს - უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე მოქმედი მასწავლებელი და სერტიფიცირებული პირი.

რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, ყოველთვიური ანაზღაურება 450-480 ლარით განისაზღვრება. მსურველებს განაცხადის გაკეთების ვადა 2022 წლის 30 ოქტომბერს ეწურებათ.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
კვირის ამბები