საზოგადოება
26.10.2022 15:28
IDFI-ს და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის წარმომადგენლებმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
IDFI-ს და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მხარეებს შორის გამართული საუბრის მიზანი საჯარო უწყებებისთვის საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასების მექანიზმის გაცნობა და გორის მუნიციპალიტეტში კერძო სექტორის დიალოგში ჩართულობის გამოცდილების და გამოწვევების გაცნობა იყო.

„შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო ანგარიშის „ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასება - 2020-2021 წწ.“ შედეგების გაცნობას. ხოლო, მეორე ნაწილში საკრებულოს და მერიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს საჯარო განხილვებში კერძო სექტორის ჩართულობის არსებულ გამოცდილებაზე და მიზეზებზე, რის გამოც დაბალია დიალოგში საზოგადოების ჩართულობის ხარისხი. შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, განიხილეს ნორმატიული აქტები, რომლებიც შესაძლოა შეირჩეს 2022 წლის შეფასებისას“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

საინფორმაციო შეხვედრა პროექტის „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში მონიტორინგისა და ცნობიერების ამაღლების გზით“ ფარგლებში, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა.
კვირის ამბები