საზოგადოება
26.10.2022 14:02
თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე VAR-ის თანხლებით პირველი მატჩი გაიმართა
თენგის ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე ე. წ. „დამხმარე ვიდეო არბიტრი“ - „VAR“-ის სისტემა „დილა“ - „დინამო“ თბილისის თამაშის დროს პირველად გამოიყენეს.

სტადიონის დირექტორის, გიორგი ბასილიძის ინფორმაციით, თბილისის და ბათუმის შემდეგ გორი პირველი ქალაქია, სადაც „VAR“ დამკვიდრდა.

„გორის ცენტრალური სტადიონი სრულად აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც სტადიონზე „VAR“-ის განთავსებას მოითხოვს. აღნიშნული სისტემის თანხლებით თამაშის ყურება უფრო საინტერესო და ხილვადია მაყურებლისთვის. სტადიონზე მოსული გულშემატკივარი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. „VAR“ საშუალებას გვაძლევს აღმოიფხვრება ისეთი შეცდომები, როგორიცაა: უსამართლოდ დანიშნული, ან არდანიშნული პენალტი, თამაშგარე მდგომარეობა, წითელი ბარათი, ჩათვლილი გოლი და ა. შ. - „გორის მაცნესთან“ საუბარში აღნიშნა გიორგი ბასილიძემ.

ინფორმაციისთვის, ფეხბურთში აღნიშნული სისტემა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ოფიციალურად დამკვიდრდა და მას შემდეგ ევროპის წამყვან საკლუბო ჩემპიონატებშიც გავრცელდა.

საქართველოში პირველი მატჩი, რომელიც „დამხმარე ვიდეო არბიტრის“ თანხლებით წარიმართა, „დინამო“ თბილისის და „დინამო“ ბათუმის შეხვედრა იყო, რომელიც 2022 წელს დინამო არენაზე გაიმართა.
კვირის ამბები