გორელმა მკლავჭიდელმა ნოდარ ბიძინაშვილმა თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდში - ოქროს მედალი მოიპოვა.
სპორტსმენმა 85 კგ. წონით კატეგორიაში მარჯვენა მკლავით შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ცნობისთვის, ნოდარ ბიძინაშვილი გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის მკლავჭიდის სექციის წარმომადგენელია. მისი პირადი მწვრთნელები ბიძინა ნარიაშვილი და თენგო ედილაშვილი არიან.