მშობლების კითხვას - როდის ჩაირთვება გათბობა საბავშვო ბაღებში - გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო „გორის მაცნეს“-თან პასუხობს.
როგორც სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, ზოგიერთ საბავშვო ბაღში, სადაც გათბობის სისტემა მოწესრიგებული იყო, გათბობა უკვე ჩართულია. ბაღების ნაწილში კი, პრობლემის აღმოფხვრა, სავარაუდოდ, 2 კვირის განმავლობაში მოხდება.
„მოგეხსენებათ, გორის მუნიციპალიტეტში 63 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, აქედან 10 სააღმზრდელო დაწესებულებაში გათბობის ახალი სისტემები დამონტაჟდა და საქვაბეები აშენდა. სამწუხაროდ, ექსპლოატაციაში შესვლამდე, შესასრულებელია მცირე სამუშაოები, რომელიც მაქსიმუმ 2 კვირაში დასრულდება. რაც შეეხება დარჩენილი ბაღების უმრავლესობას, სადაც პრობლემა არ არის, აღნიშნული საკითხი მოხსნილია“, - აცხადებენ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.