საზოგადოება
15.01.2020 14:36
კვლავ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას, გახსნას გამშვები პუნქტები და მისცეს ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების საშუალება - ელიზაბეთ რუდი

„აშშ-ის ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევია”, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ელიზაბეთ რუდმა სოფელ ქვეშის სკოლის გახნისას.

რუდმა დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდა, გახსნას გამშვები პუნქტები ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე.

„აშშ-ის ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევია. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას, გახსნას გამშვები პუნქტები ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე და მისცეს ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების, სამედიცინო დახმარების მიღებისა და შიშისგან თავისუფალი ცხოვრების საშუალება,“ - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

 

კვირის ამბები