საზოგადოება
25.10.2022 11:46
უახლოესი 10 დღის განმავლობაში, გორში, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტემპერატურის მკვეთრად კლება და ნალექიანი ამინდი მოსალოდნელი არ არის.

25 ოქტომბერს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ნახევრადღრუბლიანი ამინდი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +15 გრადუსს მიაღწევს.

უნალექო ამინდი, პერიოდულად ღრუბლიანობა და +16 გრადუსია ნავარაუდევი გორში 26-27 ოქტომბერს, რაც შეეხება 28 ოქტომბერს, მოსალოდნელია მცირე ნალექი, ჰაერი კი მხოლოდ +14 გრადუსამდე გათბება.

სინოპტიკოსების ცნობით, უანალექო ამინდი და პერიოდულად ღრუბლიანობაა მოსალოდნელი გორის მუნიციპალიტეტში 29 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა კი +14, +17 გრადუსამდე დაფიქსირდება.

კვირის ამბები