შესაძლოა, სავალდებულო გახდეს იმ ჯიშის ძაღლების გაწვრთნა, რომლებიც გაწვრთნას ექვემდებარებიან, - ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარმა იურისტმა, კახაბერ იოსელიანმა მედიასთან განაცხადა.
იოსელიანის თქმით, როდესაც პატრონი ძაღლს გაწვრთნის, მას ამის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი უნდა ჰქონდეს. აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება.
,,მიმდინარეობს მსჯელობა და შესაძლოა, სავალდებულო იყოს იმ ჯიშის ძაღლების გაწვრთნა, რომლებიც გაწვრთნას ექვემდებარებიან. ამასთან, შესაბამისი დამადასტურებელი საბუთი უნდა ჰქონდეს მეპატრონეს. ჩვენ სხვა ქვეყნების გამოცდილებას გავეცანით და ამ ვარიანტების განხილვა მიმდინარეობს.
არააგრესიული ჯიშის ძაღლი რისკს არ ქმნის, რომ ვიღაც დაგლიჯოს და ასე შემდეგ, განსაზღვრული იქნება დეკორატიული ჯიშის ძაღლებიც, მათ შეზღუდვა არ შეეხებათ, ძირითადი უსაფრთხოების საშუალებებია - ალიკაპი, მოკლე საბელი, ან გრძელი საბელი, ზოგ შემთხვევაში, დამატებით ალიკაპი, ან სპეციალური კონტეინერი.
რაც შეეხება აგრესიულ ჯიშებს, კონკრეტული ტერიტორიები განისაზღვრება, სადაც აგრესიული ჯიშის ძაღლებს შეზღუდვა ექნებათ, რომ შევიდნენ დღის კონკრეტულ საათებში, ღამის საათებში უფრო შემსუბუქებულია ეს რეჟიმი. ასევე, შეზღუდვა არ ექნება სპეციალურად ცხოველებისთვის გასასეირნებელ სივრცეებს“ - აღნიშნა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, აგრესიული ჯიშის ძაღლებთან დაკავშირებით განიხილება რამდენიმე ვარიანტი, ერთ-ერთია ნუსხის განსაზღვრა და ის, რომ ცალკეული ჯიშების მიმართ დადგინდეს გარკვეული ტიპის შეზღუდვა, უსაფრთხოების ვალდებულებების გამოყენება ან აღნიშნული ჯიშების გამრავლების და ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვ