საზოგადოება
23.10.2022 23:21
საპატიო გორელის წოდება მიმდინარე წელს შვიდ ადამიანს მიენიჭა

,,გორის დღე 2022“-ის ფარგლებში გამართულ სახალხო დღესასწაულზე, საპატიო გორელის წოდება 7 ადამიანს მიენიჭა.

გორის საპატიო მოქალაქეები გახდნენ: კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი - თინა ბრეგვაძე; წარმატებული სპორტსმენი - ჯემალ მჭედლიშვილი; წარმატებული სპორტსმენი - გიორგი გოგშელიძე; საბავშვო ბაღის დირექტორი - თინა წერეთელი; გორის საბრძოლო დიდების მუზეუმის დირექტორი - დარია ვაშაგაშვილი; შიდა ქართლში ქალთა საბჭოს ხელმძღვანელი - მარიზა აბრამიძე; ინჟინერი - შალვა ტაბატაძე;

გორის მუნიციპალიტეტის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ინიციატივით, 2022 წელს დასახელებულ საპატიო გორელებს და დღემდე არჩეულ გორის ყველა საპატიო მოქალაქეს, საჩუქრები და 500 ლარის ოდენობით ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

,,გორის დღე 2022“ 23 ოქტომბერს გაიმართა.

კვირის ამბები