საზოგადოება
24.10.2022 16:23
24 ოქტომბერს გაერო-ს დღე აღინიშნება
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 1945 წლის 26 ივნისს შეიქმნა, როდესაც სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე 50-მა სახელმწიფომ მის წესდებას ხელი მოაწერა.
დოკუმენტი ძალაში 1945 წლის 24 ოქტომბერს შევიდა, სწორედ ეს დღე აღინიშნება მსოფლიოში ყოველწლიურად, როგორც გაერთიანებული ერების დღე.
გადაწყვეტილება ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის თაობაზე სამმა დიდმა სახელმწიფომ - საბჭოთა კავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა მიიღო.
ახალი ორგანიზაციის შექმნის საჭიროება კი, გახლდათ ფაქტი: „ერთა ლიგა“ პოლიტიკური და ორგანიზაციული მანკიერების გამო უძლური აღმოჩნდა თავიდან აეცილებინა კაცობრიობისთვის მე-2 მსოფლიო ომი.
ორგანიზაციის წესდება შემუშავდა დუმბარტონ-ოქსის და ყირიმის კონფერენციებზე.
გაეროს მთავარი შტაბბინა ნიუ-იორკშია, სადაც განთავსებულია მისი მუდმივმოქმედი ორგანოები - უშიშროების საბჭო და სამდივნო. გაეროს ზოგიერთი ორგანო კი მუშაობს ევროპულ ოფისებში - ჟენევასა და ვენაში.
საქართველოს გაეროს წევრი 1992 წლის 31 ივლისს გახდა.
კვირის ამბები