ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში ერთი პირველი, ერთი მეორე და ერთიც მესამე ადგილი დაიკავეს გორელმა მოჭიდავეებმა.
სტეფანწმინდაში გამართულ შეჯიბრში 2008-2009 წელს დაბადებულთა შორის გამარჯვებული ივანე გოგშელიძე (44 კგ.) გახდა, მეორე ადგილზე გავიდა ბორის გოგიჩაიშვილი (52 კგ.), ხოლო 2011-2012 წწ. დაბადებულებს შორის კი მესამე ადგილი დაიკავა ტატო ცხაოშვილმა (32 კგ.).
აღსანიშნავია, რომ სამივე სპორტსმენის მწვრთნელი გიორგი გოგშელიძეა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს