ქალაქის მასშტაბით არსებულ დასასვენებელ და სარეკრეაციო სივრცეებს კიდევ ერთი ლოკაცია შეემატა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ელიოზიშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერის და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა.
მოედნისა და სკვერის მიმდებარედ მოეწყო გარე მოხმარების სპორტული მოწყობილობებიც (ტრენაჟორები).
„პროექტის ფარგლებში შემოიღობა და ხელოვნური საფარი მოეწყო სპორტულ მოედანზე. სკვერში კი დაიგო რეზინის ფილები, ბეტონის საფარი და მოეწყო დეკორატიული ბორდიურები. აქვე გეტყვით, რომ გორის მუნიციპალიტეტში სკვერებისა და სპორტული სივრცეების მოწყობა და რეაბილიტაცია სხვა ლოკაციებზეც გრძელდება“, - აცხადებენ მერიაში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ