საზოგადოება
24.10.2022 11:11
გორის მერიამ 8 ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსი გამოაცხადა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ რვა ვაკანტურ პოზიციაზე საჯარო მოხელეების შესარჩევად ღია კონკურსი დანიშნა. ადგილობრივ თვითმმართველობას ვაკანსიები შემდეგ პოზიციებზე აქვს გამოცხადებული:

ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი; 1 საშტატო ერთეული;

ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალიტი ; 2 საშტატო ერთეული;

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე; 1 საშტატო ერთეული;

ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალიტი; 2 საშტატო ერთეული;

შიდა აუდიტის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალიტი; 1 საშტატო ერთეული;

ინსპექტირებისა და ანალიტიკური განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალიტი; 1 საშტატო ერთეული;

დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე - HR. gov. ge უნდა გაიარონ.

კვირის ამბები