კულტურა
21.10.2022 14:55
ლოტბარი და დირიჟორი გიორგი საძაგლიშვილი ბიჭუნათა გუნდის დაკომპლექტებას იწყებს, შერჩევა 21, 22 ოქტომბერს გაიმართება

კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ინიციატივით, გორში, ქართული ხალხური სიმღერის ბიჭუნათა გუნდი იქმნება.

მოსწავლეებმა შესარჩევი ეტაპი გუნდში ჩასარიცხად, დღეს და ხვალ, 21 და 22 ოქტომბერს უნდა გაიარონ.

გუნდს ცნობილი ლოტბარი და დირიჟორი გიორგი საძაგლიშვილი უხელმძღვანელებს.

„მოსწავლეთა შერჩევა მოხდება ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში, დღეს და ხვალ, 16:00 საათზე. მოსმენაზე ველით 6-დან 14 წლამდე ასაკის ბიჭებს. მომღერლების რაოდენობა რომელსაც მივიღებთ, შეზღუდული არ გვაქვს, გვინდა, დიდი გუნდი შევკრათ, თუნდაც ას ბიჭუნამდე იყოს. რეპეტიციებს, სავარაუდოდ, მომდევნო კვირიდან დავიწყებთ, რაც შეეხება რეპერტუარს, იქნება როგორც ქართული ხალხური, ასევე სხვა ცნობილი სიმღერები“, - აღნიშნა „გორის მაცნესთან“ გიორგი საძაგლიშვილმა.

კვირის ამბები