2021-2022 სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, როგორც ცნობილია, აკადემიური წელი 15 ივნისს დამთავრდება. აქვე, მე-12 კლასი - 20 მაისს, პირველი კლასი კი - 27 მაისს დაასრულებს სწავლას.
განათლების სამინისტრომ უკვე დაამტკიცა წლის განმავლობაში უქმე დღეების და არდადეგების ჩამონათვალი.
2022-2023 სასწავლო წლისთვის მოსწავლეები დაისვენებენ შემდეგ დღეებში:
23 ნოემბერი - გიორგობა; 7 იანვარი - შობა; 19 იანვარი - ნათლისღება; 3 მარტი - დედის დღე; 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე; 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე; 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე; 12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე; 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
რაც შეეხება არდადეგებისთვის განკუთვნილ დღეებს - ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. საგაზაფხულო არდადეგები კი - 8 მარტიდან და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
ამასთანავე, ოფიციალურადაა დადგენილი სააღდგომო დღეებში დასვენებაც, რადგანაც მომავალ წელს აღდგომა 16 აპრილსაა, შესაბამისად, მოსწავლეები 14 აპრილიდან 16 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.