შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, მიხეილ შაყულაშვილის ინიციატივით, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები კასპის ტექნოპარკს ესტუმრნენ და ინოვაციური ტექნოლოგიების შესაძლებლობებს გაეცნენ. ტექნოპარკის ხელმძღვანელმა ხატია ბაინდურაშვილმა შეკრებილებს იმ საქმიანობისა და პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რასაც ტექნოპარკი ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. გარდა ამისა, ახალგაზრდები თანატოლი სტარტაპერების საქმიანობასაც გაეცნენ და მათი ნამუშევრების შესახებ პრეზენტაციები მოისმინეს.
შეხვედრას შიდა ქართლი რწმუნებულის მოადგილე აბელ აბესაძე და კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე დაესწრნენ.
ღონისძიებაში მონაწილეობა გორის, კასპის, ხაშურისა და ქარელის სკოლების 100-მდე მოსწავლემ მიიღო.
,,ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად ტექნო პარკს ვესტუმრეთ კასპში. ბავშვები ადგილზე გაეცნენ იმ პროგრამებს, რასაც ტექნო პარკი სთავაზობს. ზოგადად, ტექნოპარკის არსებობა უნიკალური შესაძლებლობაა ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის. ჩვენი მიზანია, რომ მოსწავლეებს და დაინტერესებულ ახალგაზრდებს შევუქმნათ შესაბამისი პირობები და მივცეთ შესაძლებლობები, დაეუფლონ ახალ პროფესიებს და ასევე ხელი შევუწყოთ ინოვაციური აზროვნების განვითარებას. ვფიქრობ, საინტერესო შეხვედრა გამოგვივიდა“, - განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა.