გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, პროექტის მიხედვით დაგეგმილია, როგორც საბავშვო ბაღის შენობის მშენებლობა, ასევე კომუნიკაციებისა და გათბობის სისტემების მოწყობა და ეზოს მოწესრიგება.
საქაშეთში ახალი ბაღის მშენებლობის სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გაეცნო.
„მიმდინარე წელს ოთხი საბავშო ბაღის მშენებლობის პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის არის საქაშეთის ბაღიც, რომელიც ორმოცდაათ აღსაზრდელზეა გათვლილი. მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ ამ ბაღის აღსაზრდელებს შესაძლებლობა ექნებათ თანამედროვე სტანდარტების სააღმზრდელო დაწესებულებაში მიიღონ განათლება“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ