რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორში, წმინდაწყლის დასახლების ტერიტორიაზე. აგრარული ბაზრის შესასვლელში, გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს დასუფთავების სამსახურის სატრანსპორტო საშუალებას „ბეემვეს“ მარკის ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა სატრანსპორტო საშუალებები.