საზოგადოება
20.10.2022 13:47
გორში ბავშვთა უფასო სამედიცინო შემოწმება ჩატარდება
სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი „რაიდმედი“ გორში ძვალ-სახსროვანი დაავადებების კვლევით დეპარტამენტს ხსნის, - ინფორმაციას აღნიშნული სამსახური ავრცელებს.

„დეპარტამენტის გახსნასთან დაკავშირებით, ცენტრი უფასო სამედიცინო შემოწმებას გაუწევს 4-15 წლამდე ასაკის ბავშვებს.
სამედიცინო შემოწმება მოიცავს: პედიატრის, ტრავმატოლოგ-ორთოპედის, რეაბილიტოლოგის კონსულტაციას, ანტროპომეტრიას, გონიომეტრიას, სქოლიოზის და ბრტყელტერფიანობის შემოწმებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სამედიცინო შემოწმება 29 ოქტომბერს, 11:00 საათიდან დაიწყება მისამართიზე: გორი, თამარ მეფის ქ. 76, სასტუმრო „ვიქტორია“.
რეგისტრაციისთვის მსურველებმა უნდა დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 599 930 088.
კვირის ამბები