მწერალთა სახლმა ნიკო ლომოურის დაბადებიდან 170 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში, მწერლის სახლ-მუზეუმში შეხვედრა გამართა.
ე.წ. საზღვრისპირა სოფლების სკოლების მოსწავლეებთან, ნიკო ლომოურის ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ საბავშო მწერალმა ვასო გულეურმა ისაუბრა.
ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწისა და პედაგოგის ბიოგრაფიის გაცნობის შემდეგ, ილუსტრატორი ანა ჩუბინიძე დაეხმარა ბავშვებს ნიკო ლომოურის ლექსის – „ყინვა და პატარა მოწაფე“ – ქაღალდის მოძრავი პერსონაჟების შექმნაში.
შეხვედრის ბოლოს, მოსწავლეებმა, ასევე ანა ჩუბინიძის მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ორი ფილმი ნახეს.
ნიკოლოზ ლომოური 1852 წელს, არბოში დაიბადა და 1915 წლს გარდაიცვალა. მუზეუმი მრავალი წლის განმავლობაში სავალალო მდგომარეობაში იყო. გორის მუნიციპალიტეტში მოქმედ რამდენიმე სხვა მუზეუმთან ერთად, ორი წლის წინ ლომოურის მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.