ევროპის ძიუდოს კავშირის გადაწყვეტილებით, ძიუდოში ევროპის ჩემპიონთა ლიგას გორი უმასპინძლებს.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, შეჯიბრს, ოფიციალურად, შოთა ჩოჩიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგა ერქმევა.
ჩემპიონთა ლიგა გორის სპორტის სასახლეში 26 ნოემბერს გაიმართება და მასში ქალთა და მამაკაცთა ძიუდოს საუკეთესო ევროპული კლუბები იასპარეზებენ.
„ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოდან ადგილი ორ კლუბს აქვს ლიცენზია მოპოვებული, ესენია - „გოლდენ გორი“ და „მებრძოლი“. კლუბები აღნიშნულ შეჯიბრებაზე შარშანაც მონაწილეობდნენ და „გოლდენ გორმა“ გათამაშება ბრინჯაოს მედლით დაასრულა“, - აღნიშნავენ სპორტის სააგენტოში.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს