გორის მუნიციპალიტეტის 28 საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსია გამოცხადდება. საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, კონკურსის შესახებ ინფორმაცია ვაკანსიების ვებგვერდზე: teacherjobs.ge-ზე განთავსდება.
„28 სკოლაში შეგვითანხმდა ექიმის შტატი (ექიმის და არა ექთნის). საკონკურსო პირობები განისაზღვრება ჯანდაცვისა და განათლების მინისტრების ერთობლივი ბრძანებით. სკოლის ექიმად მუშაობისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, საქართველოს ან უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული, საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი რომელიმე შემდეგ სპეციალობაში: „პედიატრია“, „საოჯახო მედიცინა“, ან, „ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი“. თუ ეს სერტიფიკატი არ ექნება ექიმს, უარს მიიღებს გასაუბრების ეტაპზე გადასასვლელად. ექიმის ხელფასი იქნება 600 ლარი. დაელოდეთ ვაკანსიების ატვირთვას“, - წერს სოციალურ ქსელში გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი ნანა ტერმაკოზაშვილი.