გორის კულტურის ცენტრმა თანამედროვე ავტორის, მაგული ტერმაკოზაშვილის წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლა.
ლექსების კრებული სახელწოდებით - „სულ მედარდები“ სამასამდე ლექსს აერთიანებს. წიგნის რედაქტორი თამარ ლომსაძეა.
ღონისძიება კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მწერალთა სახლის ინიციატვით გაიმართა.
„წიგნში შესულია სხვადასხვა პერიოდში დაწერილი სამასზე მეტი ლექსი. წიგნის დაბეჭდვა იგეგმებოდა ბოლო ერთი წლის მანძილზე. წიგნი დაიბეჭდა ბიზნესმენ, ბატონ ლევან კეჩხუაშვილის მხარდაჭერითა და თანადგომით. იმედია, წიგნი ადვილად გაიკვალავს გზას მკითხველითა გულებისაკენ, იმ მკითხველისაკენ, ვისაც ლექსთან განმარტოება სულიერ საზრდოდ გადაქცევია. მჯერა, მკითხველის გულამდე ფაქიზად და შეულამაზებლად მივა ჩემეული ხელწერის უშუალობა, მივიწყებული ქართული სიტყვების ფერფლწაყრილი სურნელი და ხელახალი დაბადების დღესასწაული“, - აღნიშნა „გორის მაცნესთან“ მაგული ტერმაკოზაშვილმა.