მომდევნო 3 წლის განმავლობაში, დევნილებისთვის გათვალისწინებულია 7000 ახალი ბინის აშენება და სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში, 6000 საცხოვრებლის შესყიდვა. ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი განსახლდება, - აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
ილია ღუდუშაურის თქმით, ბინების მშენებლობასთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი ოქტომბრის ბოლოს დასრულდება, შესაბამისი სამუშაოები კი, 2023 წლიდან დაიწყება.
უწყების ინფორმაციით, 13 000 ოჯახის განსახლების შემდეგ, დევნილთა საცხოვრებელი ყველა ნგრევადი ობიექტი დაიხურება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ