საზოგადოება
19.10.2022 12:19
ამერიკის უნივერსიტეტის სკოლა გორში ვაკანსიას აცხადებს

ამერიკის უნივერსიტეტის სკოლა გორში მათემატიკის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 15 საათიან სამუშაო რეჟიმს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას V, VI, VII კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.

მსურველებს განაცხადის გაკეთების ვადა 31 ოქტომბერს ეწურებათ. სამუშაოს დაწყების თარიღად კი, 2022 წლის 4 ნოემბერია მითითებული.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე: 599 92 70 94

კვირის ამბები