შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, მოადგილეებთან ერთად, რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სახელმწიფო რწმუნებულს მათი საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეკრებილებმა, ასევე, იმსჯელეს რეგიონში არსებულ საჭიროებებზეც და სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი მუშაობის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.
„ვთვლი, რომ სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი საქმიანობა სწორედ რეგიონის ინტერესებისებიდან გამომდინარეობს. ამიტომ სამხარეო ადმინისტრაცია მზადყოფნას გამოთქვამს მჭიდროდ ითანამშრომლოს თოთოეულ ორგანიზაციასთან და შესაძლებლობიდან გამომდინარე, ერთობლივი პროექტებიც განვახორციელოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის მოსაზრებები, ამიტომ სურვილი მაქვს მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრები სხვა დროსც დავგეგმოთ“, - აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.
შეხვედრას რეგიონში მომუშავე 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა.