საზოგადოება
19.10.2022 11:19
მიმდინარე წელს, გორის მუნიციპალიტეტს 36 368 გრძივი მეტრი რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა შეემატება
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, 2022 წელს, გორის მუნიციპალიტეტს 36 368 გრძივი მეტრი რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა შეემატება.
პროექტების მიხედვით, 25 413 მეტრი სოფლებში, ხოლო ქალაქში, 10 945 მეტრი სიგრძის გზა კეთილმოეწყობა.

„მიმდინარე წელს, გორში სამუშაოები ქალაქის 17 ქუჩაზე დაიგეგმა. უკვე დასრულდა 5 (აბაშიძის, არაგველის, ქუჩიშვილის, ბესიკის, იაკობ ჯუღაშვილის ქუჩები) და მიმდინარეობს 9 ქუჩის რეაბილიტაცია (აღმაშენებლის გამზირი, ცხინვალის გზატკეცილის მონაკვეთი, რაზმაძის, რობაქიძის, გვერწითელის, გიორგი ბრწყინვალეს, ჩერქეზიშვილის, სოხუმის, ბაგრატიონის ქუჩები). მალე დაიწყება სამუშაოები ანტონოვისა და სააკაძის ქუჩებზეც.
გარდა ქალაქისა, მიმდინარე წელს, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მუნიციპალიტეტის 20 სოფელში დაიგეგმა. მათ შორის სამუშაოები დასრულდა 11 ( ბერშუეთი, წედისი, ბნავისი, ოლოზი, ღვარები, ხიდისთავი, ზემო ნიქოზი, ზემო ხვითი, ტირძნისი, ქვახვრელი, ატენი) და მიმდინარეობს 6 სოფელში - კირბალში, ბერბუკში, ტინისხიდში, დიდ გორიჯვარში, შერთულში და ხელთუბანში“, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს, ახლო მომავალში დაიწყება შიდა გზების რეაბილიტაცია ახალდაბასა და მეღვრეკისში. იგეგმება ასევე აძვისა და ჯარიაშენის დამაკავშირებელი გზის მოწყობაც.
კვირის ამბები