საზოგადოება
18.10.2022 14:56
შესაძლოა, საქართველოში აგრესიული ჯიშის ძაღლების, მაგალითად, პიტბულის ჯიშის გამრავლება აიკრძალოს

მიმდინარეობს მსჯელობა, რომ კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს ქვეყანაში, ამასთან, აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლება შეეზღუდოს 16 წლამდე ასაკის პირს, - ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარმა იურისტმა განაცხადა.

კახაბერ იოსელიანის განცხადებით, უკვე დაწყებულია კანონპროექტზე მუშაობა, რომლის ფარგლებში, შეიქმნება აგრესიული ჯიშის ძაღლების ნუსხაც.

„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო და სხვადასხვა უწყება, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლობა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომისია ჩართულია კანონპროექტის შემუშავებაში. ყველა მნიშვნელოვანი საკითხია გათვალისწინებული, რაც საჭიროა, რომ ამ სფეროში დარეგულირდეს, მათ შორის ცხოველების უკონტროლო მომრავლება, ცხოველთა უფლებების გათვალისწინება.

მსჯელობის საგანია, რომ კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება საერთოდ აიკრძალოს თუ არა, მაგალითად, პიტბულის ჯიშის ძაღლი. ეს შეზღუდვა თუ შევა ძალაში, ცხოველის პატრონს, რომელსაც მსგავსი ჯიშის ძაღლი უკვე ჰყავს, არ მოუწევს, რომ ცხოველი დააძინოს. კანონის ძალაში შესვლიდან შემდგომ პერიოდზე გავრცელდება ეს შეზღუდვა. აიკრძალება ასეთი ჯიშის ძაღლის შემოყვანაც.

სხვა ქვეყნების გამოცდილებით, კანონპროექტში გათვალისწინებულია შემდეგი დებულება - აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნება შეეზღუდება 16 წლამდე ასაკის პირს“, - განაცხადა კახაბერ იოსელიანმა.

შეგახსენებთ, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც გახშირდა ამ ჯიშის ძაღლების მხრიდან პატრონებსა თუ გამვლელებზე თავდასხმის შემთხვევები.

ცნობისთვის, პიტ ბულ ტე­რი­ე­რი დღეს­დღე­ო­ბით ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე აგ­რე­სი­ულ ძაღ­ლის ჯი­შად მი­იჩ­ნე­ვა, რომ­ლის შე­უ­პო­ვა­რი ხა­სი­ა­თი სის­ტე­მა­ტურ წვრთნას მო­ი­თხოვს ლეკ­ვო­ბი­დან­ვე, რათა პატ­რონ­მა შემ­დეგ ძაღ­ლის მო­თოკ­ვა და აგ­რე­სი­უ­ლი ფო­ნის გა­კონ­ტრო­ლე­ბა შეძ­ლოს, ამის გამო, მისი ყოლა არა­ერთ ქვე­ყა­ნა­შია აკ­რძა­ლუ­ლი.

პირველი ქვეყანა, რომელმაც ამ ჯიშის ძაღლი აკრძალა, დიდი ბრიტანეთი იყო.

1980 წლის ბოლოს, პიტბულებისა და მონათესავე ჯიშების ადამიანებზე თავდასხმის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, შედეგად, 1991 წელს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ქვეყანაში აკრძალა ტოსა ინუ, არგენტინული დოგი, ფილა ბრაზილიერო და პიტბულის ჯიშები. მალევე, არაერთმა ქვეყანამ მიიღო მსგავსი კანონი.

ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც სრუ­ლი­ად იკ­რძა­ლე­ბა პიტ ბუ­ლის ყოლა, გამ­რავ­ლე­ბა და ქვე­ყა­ნა­ში შეყ­ვა­ნა: ნი­დერ­ლან­დე­ბი, საფ­რან­გე­თი, გერ­მა­ნია, იტა­ლია, და­ნია და ვე­ნე­სუ­ე­ლა.

ამასთანავე, კა­ნა­დაში, არ­გენ­ტი­ნაში, ფი­ნე­თში, ირ­ლან­დიაში, ის­რა­ე­ლში, ლატ­ვიაში, მა­ლა­ი­ზიაში, ნორ­ვე­გიაში, რუ­მი­ნე­თში, რუ­სე­თში, ეს­პა­ნე­თში, თურ­ქე­თსა და უკ­რა­ი­ნაში, უმე­ტეს ქა­ლა­ქებ­ში აკ­რძა­ლუ­ლია პიტ ბულის ყოლა, თუმცა,  გარ­კვე­ულ რე­გი­ო­ნებ­ში ეს შეზღუდვა არ მოქმედებს.

კვირის ამბები